მანქანური თარგმანი და თარგმანის ელექტრონული ხელსაწყოები Nadvädzujúci príspevok na vyvesovateľa: Mariam Nodia (X)
| Mariam Nodia (X) Local time: 06:42 nórčina -> gruzínčina + ...
ყველას მოგესალმებით,
ერთი კითხვა მაქვს: თარგმანის ელექტრონული ხელსაწყოებით სარგებლობთ? (Trados, wordfast, de ja vu და ა.შ)
რომელ მათგანს ანიჭებთ უპირატესობას, რომელი ხელსაწყოს გამოყენებას ურჩევდით კოლეგებს და რატომ?
წინასწარ მადლობა
მარიკა
[Edited at 2008-05-30 23:07]
[Edited at 2008-05-30 23:11] | | | Maya Gorgoshidze Gruzínsko Local time: 08:42 Člen (2004) angličtina -> gruzínčina + ... Moderátor pre toto fórum გამარჯობა, მარიამ | May 31, 2008 |
რამდენადაც ვიცი, ქართულ ენაზე მანქანური თარგმანის შესასრულებელი პროგრამული უზრუნველყოფა ჯერჯერობით არ არსებობს, ან მე არ გამიგია მისი არსებობის შესახებ. აქვე განვმარტავ, თუ რა იგულისხმ�... See more რამდენადაც ვიცი, ქართულ ენაზე მანქანური თარგმანის შესასრულებელი პროგრამული უზრუნველყოფა ჯერჯერობით არ არსებობს, ან მე არ გამიგია მისი არსებობის შესახებ. აქვე განვმარტავ, თუ რა იგულისხმება მანქანურ თარგმანში - ეს არის ელექტრონული თარგმანი ლექსიკონისა და დაპროგრამებული გრამატიკის გამოყენებით. ასეთი თარგმანი საკმაოდ გაუმართავია და იგი მხოლოდ ზოგადი აზრის გამოსატანად თუ გამოდგება.
რაც შეეხება თარჯიმანთათვის განკუთვნილ დამხმარე პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორიცაა Trados, wordfast, de ja vu და ა.შ, ეს პროგრამები შექმნილია თარჯიმანთა მუშაობის გასამარტივებლად, განსაკუთრებით ისეთი მასალის შემთხვევაში, რომელშიც ფრაზები ხშირად მეორდება, სრულად ან ნაწილობრივ მაინც. ძირითადად, მაგრამ არა ყოველთვის, მას ლოკალიზაციის პროგრამებში იყენებენ. ამ დამხმარე პროგრამების მეშვეობით თარჯიმანი თვითონ ქმნის მონაცემთა საკუთარ ბაზას, რომელში მუშაობის დროსაც სისტემა იმახსოვრებს ფრაზებსა და მათ თარგმანს და მათი გამეორების ან ნაწილობრივი გამეორების შემთხვევაში აჩვენებს, რომ ასეთი ფრაზა უკვე იყო და ასე გადათარგმნა თარჯიმანმა. თუ გამეორება ნაწილობრივია, ფრაზებში მონიშნულია განსხვავებები, რათა თარჯიმანს გაუმარტივდეს შესაბამისი ცვლილების შეტანა. გარდა ამისა, ეს პროგრამები საშუალებას იძლევა მოიძებნოს, თუ როგორ იყო გადათარგმნილი ტექსტში გარკვეული ტერმინები, რომ დაცული იყოს მათი ერთნაირად გამოყენება მთელ დოკუმენტში.
პირადად მე რამდენიმე ასეთი პროგრამა მაქვს, მაგრამ ყველსაზე ხშირად Trados-ის გამოყენება მიხდება, რადგან ის უფრო მეტად პოპულარულია ჩემს კლიენტებში. ეს საკმაოდ კარგი პროგრამაა, სხვა პროგრამებთან შედარებით, თუმც უპირატესობას მაინც SDLX-ს მივანიჭებდი, რადგან უფრო მოხერხებული ინტერფეისი აქვს.
კეთილი სურვილებით,
მაია ▲ Collapse | | | Sandro C Local time: 08:42 angličtina -> gruzínčina + ...
მაიამ ამომწურავი ინფორმაცია მოგცა, როგრც ყოველთვის. მე მხოლოდ ერთი რამის დამატება შემიძლია - არსებობს უფასო პროგრამები, რომლის ჩამოტვირთვაც არ წარმოადგენს პრობლემას და მათი ათვისება ადვილია. მე პირადად ვიყენებ Omega T-ს თუ ტექსტი ბევჯერ მეორდება ,მაგრამ საერთოდ უმანქანო და უპროგრამო თარგმანს ვანიჭებ უპირატესობას... | | | -Lika- Gruzínsko Local time: 08:42 angličtina -> gruzínčina + ... CAT-პროგრამები | Aug 5, 2008 |
არა მგონია ტერმინი ”თარგმანის ელექტრონული ხელსაწყოები" კორექტული იყოს.
ამას CAT-პროგრამებს, ან ”თარჯიმანთა დამხმარე პროგრამულ უზრუნველყოფას” უწოდებენ.
პირადად მე, SDL Trados-ს ვ... See more არა მგონია ტერმინი ”თარგმანის ელექტრონული ხელსაწყოები" კორექტული იყოს.
ამას CAT-პროგრამებს, ან ”თარჯიმანთა დამხმარე პროგრამულ უზრუნველყოფას” უწოდებენ.
პირადად მე, SDL Trados-ს ვიყენებ. მაიასაც ეს ვერსია აქვს და ძალიან დამეხმარა ამ ბოლო დროს პროგრამის ბევრი ფუნქციის გარკვევაში. დიდი მადლობა ამისვის, მაია! ტრადოსი ისე შემიყვარდა, რომ ყველაფერს ამ პროგრამით ვაკეთებ, თუ ამის შესაძლებლობას სათარგმნი ფაილის ფორმატი იძლევა, ანუ თუ დასკანერებული არ არის.
მოკითხვებით,
ლიკა
[შესწორების თარიღია 2008-08-05 08:37] ▲ Collapse | |
|
|
maxo127 Local time: 08:42 angličtina -> ruština + ... ტრადოსი ფასიანი გაქვთ? | May 18, 2011 |
თუ უფასოს (სრულფუნქციაურის) ლინკი გეგულებათ იქნებ არ დაიზაროთ? მე კი გადმოვქაჩე და ორიოდ პროექტიც გავაკეთე, მარა უღმერთოდ ურევდა და არ ვიცი დისტრიბუტივის ბრალია, არ ვიცი ჩემი.
ერთი შეკითხვა მაქვს და აქვე ვიკითხავ ბარემ: ეს შემკვეთები გვერდნახევრიანი დოკუმენტების კატ–ებით თარგმნას რომ ითხოვენ, მოდაა ეგეთი თუ უბრალოდ დაკოპირებულ ტექსტებს აგზავნიან? გქონიათ ეგეთი შემთხვევა?
რაღაც მურაბების ეტიკეტების თარგმნა უნდოდათ და გინდა თუ არა ტრადოსშიო, პრიკოლია ეგეთი თუ რა? | | | Maya Gorgoshidze Gruzínsko Local time: 08:42 Člen (2004) angličtina -> gruzínčina + ... Moderátor pre toto fórum გამარჯობა, მახო! | May 18, 2011 |
ტრადოსი ფასიანი პროგრამაა და მხოლოდ ნორმალურად ნაყიდი ტრადოსი მუშაობს ბოლომდე გამართულად. ჩვენ უფლება არ გვაქვს გამოვიყენოთ ან ვახსენოთ გატეხილი ვერსიები, მაგრამ ასეთი ვარიანტების გამ�... See more ტრადოსი ფასიანი პროგრამაა და მხოლოდ ნორმალურად ნაყიდი ტრადოსი მუშაობს ბოლომდე გამართულად. ჩვენ უფლება არ გვაქვს გამოვიყენოთ ან ვახსენოთ გატეხილი ვერსიები, მაგრამ ასეთი ვარიანტების გამოყენება ადრე თუ გვიან პრობლემას მაინც აჩვენებს.
რაც შეეხება კატ-ების მოთხოვნას, აქ მხოლოდ ერთი წესი მოქმედებს - კლიენტი ყოველთვის მართალია და პროექტი ისე უნდა შესრულდეს, როგორც მას სურს. პირადად ჩემთვის, მხოლოდ ერთი წინადადების თარგმანიც კი უთხოვიათ ტრადოსით
კეთილი სურვილებით,
მაია ▲ Collapse | | | maxo127 Local time: 08:42 angličtina -> ruština + ... ჰოო, სამწუხაროდ ეგრეა. | May 19, 2011 |
არადა არ გინდა 700 ევრო მიათხლიშო ეხლა მაგაში და ელოდო მერე კლიენტი როდის გამოჩნდება
ჩინელები დამპირდნენ რაღაც ჩინურ ანალოგს, ზუსტად იგივე იქნება, ვერც კლიენტი... See more არადა არ გინდა 700 ევრო მიათხლიშო ეხლა მაგაში და ელოდო მერე კლიენტი როდის გამოჩნდება
ჩინელები დამპირდნენ რაღაც ჩინურ ანალოგს, ზუსტად იგივე იქნება, ვერც კლიენტი და ვერც მომხმარებელი ვერ გაარჩევს საბოლოო პროდუქტსო. ვნახოთ რა იქნება. არა აქვთ ჯერ თარგმნილი ინტერფეისი.
ისე საინტერესოა – მართალია თუ არა კლიენტი, რომელიც გიმტკიცებს, მართალი არა ვარო? ▲ Collapse | | | To report site rules violations or get help, contact a site moderator: You can also contact site staff by submitting a support request » მანქანური თარგმანი და თარგმანის ელექტრონული ხელსაწყოები Pastey | Your smart companion app
Pastey is an innovative desktop application that bridges the gap between human expertise and artificial intelligence. With intuitive keyboard shortcuts, Pastey transforms your source text into AI-powered draft translations.
Find out more » |
| Wordfast Pro | Translation Memory Software for Any Platform
Exclusive discount for ProZ.com users!
Save over 13% when purchasing Wordfast Pro through ProZ.com. Wordfast is the world's #1 provider of platform-independent Translation Memory software. Consistently ranked the most user-friendly and highest value
Buy now! » |
|
| | | | X Sign in to your ProZ.com account... | | | | | |